logo
ENG



"განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება" - ზელენსკი დავოსში სტოლტენბერგს შეხვდა

16 იან 202413:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/16/4zvspwdltey4liv.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიის ქალაქ დავოსში NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის საჭიროებები, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება, ვაშინგტონში დაგეგმილი NATO-ს სამიტისთვის მომზადება.

მადლობა ჩვენი სახელმწიფოს სტაბილური მხარდაჭერისთვის", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი შვეიცარიაში გუშინ ჩავიდა. ბერნში, ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, ის დავოსში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.


close დახურვა